მდინარე თერგის ნაპირგამაგრება დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდებარე გზა და დარიალის მამათა მონასტერი დაცული იქნება თერგის ადიდებისგან.