საევაკუაციო აივანი ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარედ, საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე 208,4 მ სიგრძისა და 2.25მ სიგანის საევაკუაციო აივანს აშენებს. ასეთი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი მიზანი, სტიქიის შემთხვევაში, საბაჟოს, ჰესის მომსახურე პერსონალისა და მგზავრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფაა.