სარფის სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები

სარფში მიმდინარე სამუშაოები ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვებას ითვალისწინებს. 342 მეტრ სიგრძეზე აშენდება ბეტონის ტალღამრიდი კედელი გზის დასაცავად. ამ კედელსა და ზღვას შორის პლაჟზე კი დამატებით ამ ბოლოს შეტანილია 92 300 კუბ/მ ბალასტი [ქვიშა]. ბალასტის შეტანა სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობასთან გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვისაც გახდა საჭირო – პლაჟზე გაკეთდა დროებითი გზა, შენობასთან მისასვლელად. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გზა დარჩება პლაჟზე და ზღვის შტორმის დროს ამ ქვიშის ხარჯზე პლაჟიც გაფართოვდება