ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალაში

პროექტის მიხედვით, 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე განხორციელდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდა ბეტონის კიუვეტები; მოეწყო ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები.