რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა

2014 წლის 25 აგვისტოს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი (150ტ) კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი - 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.