დაბა წავკისთან მისასვლელი გზის აღდგენა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა. პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარი მილი.