მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები: გზის გაფაროების მიზნით, მოიჭრა 8840 კბ.მ მთის ფერდობი, მოიჭრა და მოსწორდა მიწის გრუნტი, დაიყარა და მოსწორდა ფრაქციული ქვა-ღორღი, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ბორდიურების მოწყობა.