საევაკუაციო აივნის ბილიკზე ბეტონის საფარი ეწყობა

საქართველოში პირველი საევაკუაციო აივანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, საბაჟო-განშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მიმდებარედ შენდება. პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძისა და 2.25 მეტრი სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. ამ დროისთვის, ობიექტზე კლდეში რიგელების განთავსება დასრულდა და ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, კონსტრუქციაში გაკეთდება ბურჯები და კიბის უჯრედები.