მახათას მთაზე ასფალტბეტონის საფარი იგება

მახათას მთაზე მშენებარე გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება. პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.