დაბა წავკისთან მისასვლელი გზის აღდგენა

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა.

პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარი მილი. 

გზის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო და მარტში დასრულდა.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენას, ასევე, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, აგლაძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე ახორციელებს. შესყიდვის ღირებულება 5 049 999 ლარს შეადგენს. 

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 20 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: დაბა წავკისთან მისასვლელი ეს გზა საბჭოთა წარსულში დაიგო და აღარ შეკეთებულა. შესაბამისად, იგი კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.