ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩის ნაწილის და ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ქ. თბილისში, სოფელ დიღომში სამი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საკომუნიკაციო ქსელისა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარის მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე გაეცნენ.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, მთლიანად გამოიცვლება დაზიანებული საფუძველი და მოეწყობა ასფალტო-ბეტონის ახალი ორფენიანი საფარი. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება.

დედაქალაქის ბიუჯეთიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 828 037,68 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.