ERP სისტემის ოპერატორი

სამშენებლო კომპანაი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას, ორგანიზაციაში დანერგილი ERP სისტემის  ოპერატორებზე.

სამუშაო ადგილები

  • ქ.თბილისი
  • საქართველოს რეგიონები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტებზე ან საწარმოო ერთეულებში განხორციელებული ოპერაციების პირველადი ინფორმაციის დროული - ზუსტი მიღება და პროგრამაში შეყვანის უზრუნველყოფა
  • ელ. ზედნადებების გამოწერა/მიღება.
  • სათაო ოფისთან ყოველდღიური ინფორმაციის მიმოცვლა
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია: ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სწრაფი რეაგირების უნარი;

ანაზღაურება: 400-500 ლარი - ანაზღაურების ზუსტი ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@scc.ge.

სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 იანვარი