ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისში

ნაძალადევში მდებარე, 1,5 კმ სიგრძის გზაზე მოეწყობა საუძველი, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათვალთვალო და წყალმიმღებ ჭებს, გაკეთდება ეზოებთან მიერთებები. პროექტის განხორციელება 2016 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდება.