ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა დასრულდა

სტიქიის შემთხვევაში, საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე. 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.