დუისი-ჯოყოლოს გზის მშენებლობა პანკისის ხეობაში

პროექტი: შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომაპნია“-მ დაასრულა პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ15-კმ19-ზე (სოფლები დუისი და ჯოყოლო) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების შედეგად გზის ის მონაკვეთები, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მეტრია, 6 მეტრამდე გაფართოვდა; გზის გასწვრივ ორივე მხარეს ძირითადად დასახლებულ მონაკვეთში მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები; დაუსახლებელ ადგილებში გაიჭრა გრუნტის კიუვეტები; ეზოში შესასვლელებთან მიერთებებსა და ორგანიზაციების შესასვლელების ნაწილთან მოეწყო ფოლადის მილები; შესასვლელები და მიერთებების გარკვეული მონაკვეთები დაიფარა ასფალტ-ბეტონის საფარით;  მოეწყო მოასფალტებული საფეხმავლო ბილიკიშესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები, დამონტაჟდა  საგზაო ნიშნები, მიმმართველი ბოძკინტები და ლითონის მრუდეხაზოვანი ძელები. 

აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

დაფინანსება: პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 507 770 ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმდა 90 ადამიანი.

შედეგიძველი გზა აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას და საფრთხეს უქმნიდა ფეხით მოსიარულეებს, რადგან ამ სოფლებში არ არსებობდა ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები. განხორციელებული სამუშოების შედეგად, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.